ოლაფ შოლცი: უკრაინაში ომი მაშინ დასრულდება, როცა პუტინი ჯარებს გაიყვანს

გერმანია უკრაინის მხარდაჭერისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.

გერმანიის კანცლერის თქმით, დასავლეთის დახმარება მნიშვნელოვანია.

ში ომი მაშინვე დასრულდება, როდესაც ს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ჯარების გაყვანას გადაწყვეტს. თუმცა, იგი ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუკი მიხვდება, რომ ბრძოლის ველზე ომს ვერ მოიგებს“, – აცხადებს შოლცი.

ამავე ცნობით, გერმანიამ უკრაინას ამ დრომდე 28 მილიარდი ევრო (30,3 მილიარდი დოლარი) სამხედრო დახმარება გაუწია.

„ამიტომ ჩვენ, როგორც ევროპელები, ერთობლივად საკუთარ უსაფრთხოებასა და თავდაცვაში უფრო მეტ ინვესტიციას ვაკეთებთ, რათა ჩვენზე თავდასხმა ვერავინ გაბედოს. ეს, ასევე, ვიწრო პირადი ინტერესების გვერდზე გადადებას და ძლიერი, ნამდვილი ევროპული თავდაცვის ინდუსტრიის შენებას გულისხმობს“, – დასძენს გერმანიის კანცლერი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”