თურქეთის ექსპორტი მარტში $22,6 მლრდ-მდე გაიზარდა

თურქეთის ექსპორტი მარტში 4,1%-ით გაიზარდა და 22,58 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამის შესახე თურქეთის ვაჭრობის მინისტრმა განაცხადა.
ქვეყნის ექსპორტი იანვარში $20 მლრდ იყო, ხოლო თებერვალში $21.1 მლრდ, აღნიშნა ომერ ბოლატმა. მარტში იმპორტი 5,7%-ით შემცირდა და $30,09 მლრდ შეადგინა.
მინისტრის განცხადებით, ქვეყნის სავაჭრო დეფიციტი მარტში წლიურად 10,3%-ით შემცირდა.
ექსპორტ-იმპორტის დაფარვის კოეფიციენტმა 75% შეადგინა, რაც გასული წლის ამავე მაჩვენებელთან შედარებით 1.3%-ით.