თებერვალში ჩიპების გლობალური გაყიდვები 16,3%-ით გაიზარდა

თებერვალში ჩიპების გლობალური გაყიდვები 16,3%-ით, $46,17 მლრდ-მდე გაიზარდა, თუმცა იანვართან შედარებით 3.1%-ით შემცირდა.
წინა წლის იმავე თვეში ეს მაჩვენებელი $39,7 მლრდ იყო. ნათქვამია SIA-ს პრესრელიზში.
ამერიკაში გაყიდვები თებერვალში გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით 22%-ით გაიზარდა, ჩინეთში – 28,8%-ით, აზია-წყნარი ოკეანისა და სხვა რეგიონებში – 15,4%-ით. იმავდროულად, ევროპაში 3,4%-ით შემცირდა, იაპონიაში – 8,5%-ით.
ჩიპების გაყიდვები იანვართან შედარებით შემცირდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში 3,9%-ით, ევროპაში 2,3%-ით, იაპონიაში 2,5%-ით, ჩინეთში 4,3%-ით, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში 1,3%-ით.
SIA მოიცავს ამერიკელი ნახევარგამტარების ინდუსტრიის მწარმოებლების დაახლოებით 99%-ს და სხვა ქვეყნების ჩიპების მწარმოებლების დაახლოებით 66%-ს.