Ericsson-მა 1200 თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ განაცხადა

შვედურმა სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის მწარმოებელმა Ericsson-მა განაცხადა დაახლოებით 1200 თანამშრომლის გათავისუფლების შესახებ, შეკვეთების მოცულობის შემცირების გამო.
კომპანიისთვის თანამშრომელთა გათავისუფლება იმ გეგმის ნაწილია, რომლითაც გლობალური ხარჯების შემცირება და კრიტიკული ინვესტიციების შენარჩუნებაა გათვალისწინებული.
კომპანიამ აღნიშნა, რომ ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ეფექტური ოპერაციების გაზრდაზე, 2024 წლის განმავლობაში გაგრძელდება. Ericsson-მა აღნიშნა, რომ შეკვეთების მოცულობის შემდგომი კლება პროგნოზირებულია 2024 წელს მობილური ქსელის ბაზარზე არსებული რთული ვითარებისა და მომხმარებელთა სიფრთხილის გამო.
მანამდე, 2023 წლის დასაწყისში, კომპანიამ მთელ მსოფლიოში დაახლოებით 8500 სამუშაო ადგილის შემცირების შესახებ გამოაცხადა. ამ ინიციატივების ფარგლებში შვედეთში 1400 თანამშრომელი დაითხოვეს.