მოდელი ქუთაისიდან – ასე გაიცნო ულამაზესი ანა ახვლედიანი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ. ანას წარმატებულ სამოდელო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ და გოგონას ლივ ტაილერისა და ბიანკა ბალტის ნაზავს უწოდებდნენ.
თბილისის წამყვან სამოდელო სააგენტოებთან თანამშრომლობის შემდეგ, მოდელი უკვე ჩვენებებზე გამოდიოდა და მისით პარიზისა და ლონდონის სამოდელო სააგენტოები დაინტერესდნენ.
ანას დედა არიადნა რენო, ბერძენია, მამა – ქართველი. მოდელი მშობლების ფოტოებს იშვიათად აქვეყნებს, თუმცა ცოტა ხნის წინ მის სოციალურ ქსელი ულამაზესი დედ-მამის ფოტოები ვიხილეთ.
ანას მეუღლე მოდელი გიგი ბერაიაა. ერთმანეთი მეგობრის დაბადების დღეზე გაიცნეს. მალე კარიერის გამო ანას საზღვარგარეთ მოუწია წასვლა და წყვილმა კონტაქტი გაწყვიტა, თუმცა, საბოლოოდ, ერთმანეთს დაუბრუნდნენ.
მათი წყვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში გამორჩეული გარეგნობის გამო მოექცა. მათზე ხშირად იწერებოდა. მალე იქორწინეს და ცხოვრება საქართველოში დაიწყეს.
“ძალიან ბედნიერი ვარ და ჩემთვის ოჯახი სულ პირველ ადგილას იქნება!..“ – ამბობდა უცხოეთში კარიერის დატოვების შემდეგ ანა. 2018 წელს ანას და გიგის ქალიშვილი ევა გაუჩნდათ.
2014 წელს ანა Dolce&Gabanna-ს კასტინგზე 500 გოგონადან ამოარჩიეს. გოგონა თანამშრომლობდა მოდის ისეთ გამოცემებსა და სააგენტოებთან, როგორებიცაა VOGUE, ELLE Magazine, HELLO Magazine Georgia, Brave Models Management.
სწორედ ამ პერიოდში მიიღო მონაწილეობა პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავებში”… შოუში ანამ მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილის სახით სიყვარული იპოვა, თუმცა მათი რომანი რამდენიმე თვეში დამთავრდა. მაშინ მოდელმა მოცეკვავეს უსურვა, რომ ისეთი ქალი ეპოვა ცხოვრებაში, როგორიც დედამისს მოეწონებოდა. მოდელის მინიშნებით, ის მომავალი დედამთილისთვის სასურველი სარძლო არ აღმოჩნდა.
· ამჯერად ანა ინსტაგრამზე ულამაზესი ფოტოსესიიდან კადრებს გვიზიარებს: