,,საქართველოში პური ძვირი არ არის – ვურჩევდი პარლამენტარებს, რომლებმაც არასწორი რიცხვები გააჟღერეს, ხანდახან გავიდნენ მაღაზიაში და პური იყიდონ“- „პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე

,,საქართველოში პური ძვირი არ არის – ვურჩევდი პარლამენტარებს, რომლებმაც არასწორი რიცხვები გააჟღერეს, ხანდახან გავიდნენ მაღაზიაში და პური იყიდონ“- „პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე
საქართველოში პური არ არის ძვირი – მე ვურჩევდი პარლამენტარებს, რომლებმაც გააჟღერეს არასწორი რიცხვები, ხანდახან გავიდნენ მაღაზიაში და პური იყიდონ, – ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ხორბლისა და ფქვილის 3- თვიანი მარაგი არსებობს, ხოლო რაც შეეხება ფასს, ის ისეთია როგორც რეალურად უნდა იყოს.
„საქართველოში პური არ არის ძვირი, საქართველოში პურის ფასი კვების პროდუქტებში ყველაზე დაბალია და მიმაჩნია, რომ პურის ფასი რეალურად არის ის, რაც უნდა იყოს. არავითარ შემთხვევაში არ დავეთანხმები არავის! ცვლილება არ მომხდარა თითქმის 4 წელია, ეს ფასი სტაბილურია და მე ვურჩევდი პარლამენტებსაც, რომლებმაც გააჟღერეს არასწორი რიცხვები, ხანდახან გავიდნენ მაღაზიაში და პური იყიდონ, რომ იცოდნენ, რა ღირს საქართველოში პური. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას. იმასაც გეტყვით, რომ პურის ფასის ჩვენს მეზობლებთან – აზერბაიჯანთან და რუსეთთან იყო შედარებული, აზერბაიჯანში დამატებითი ღირებულების გადასახადი პურზე საერთოდ მოხსნილია და რუსეთში დამატებითი ღირებულება 9%-ია. გარდა ამისა, ვერ შევედრებით ამ ქვეყნებს, იმიტომ, რომ ისინი ენერგომატარებლების მწარმოებლები არიან. მე არ მივიჩნევ, რომ წლის განმავლობაში მოსალოდნელია ცვლილება. საერთოდ პურის ფასზე გავლენას, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ახდენს ნედლეული, რომელიც დღესდღეობით მომარაგებულია და საქართველოშიც დაიწყეს მისი წარმოება და მოყვანა. პურის ფასზე, ასევე, მოქმედებს მუშახელის ანაზღაურება, დისტრიბუცია, მაღაზიის ფასნამატი, არ არის ასეთი მარტივი თემა. ქვეყანაში 3-თვიანი მარაგები არსებობს როგორც ხორბლის, ისე ფქვილი და მგონი, ცოტა მეტიც არის ეს მარაგი“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.
ipn.ge