ბრიტანელმა პროფესორმა სტივენ ქეიპიმ ევროპის უნივერსიტეტში ტრენინგები ჩაატარა

ევროპის უნივერსიტეტის მედიცინის და სტომატოლოგიის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის სწავლების და შეფასების თანამედროვე მეთოდებში ტრენინგები ჩატარდა.
ევროპის უნივერსიტეტის ცნობით, ტრენინგები 2-6 აპრილის პერიოდში მიმდინარეობდა და მას დიდი ბრიტანეთის სვონსის უნივერსიტეტის პროფესორი, სამედიცინო განათლების ექსპერტი სტივენ ქეიპი უძღვებოდა.
მათივე ცნობით, პროფესორმა სტივენ ქეიპიმ ევროპის უნივერსიტეტის ლექტორებს დიდი ბრიტანეთის წამყვანი სამედიცინო სკოლების საუკეთესო პრაქტიკა და სამედიცინო განათლების უახლესი მიდგომები გააცნო.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურა – ლევან გამრეკელმა ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნისას შექმნა ორგანიზებული ჯგუფი პაატა ნოზაძესთან და რომან მეტივიშვილთან ერთად და ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს