მოსკოვის სასამართლომ გასცა კიდევ ერთი ტაჯიკი კაცის დაპატიმრების ორდერი, გასულ თვეში საკონცერტო დარბაზ “კროკუსზე” ტერორისტულ თავდასხმასთან დაკავშირებით – რითაც გამოძიების პროცესში დაპატიმრებულ და დაკავებულ პირთა რაოდენობა 11-ს გაუტოლდა.
ბასმანის ოლქის სასამართლომ შარიფზოდა ზოირი წინასწარ პატიმრობაში დატოვა 22 მაისამდე და მას დაუკონკრეტებელი ტერორისტული აქტი წაუყენა ბრალდებად. 5 აპრილით დათარიღებულ განცხადებაში სასამართლოს სხვა ინფორმაცია არ გაუვრცელებია.
სასამართლოს მიერ გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოჩანაწერებში ჩანს მინის საკანში მჯდომი ზოირი, სასამართლოს ბრძანების გამოტანის მომენტში.
22 მარტის თავდასხმას ემსხვერპლა 144-ზე მეტი ადამიანი. ოთხ ეთნიკურ ტაჯიკს ბრალად წაუყენეს დარბაზში შეცვლა კონცერტის დაწყებამდე, განურჩეველი ცეცხლის გახსნა ხალხისთვის და შემდეგ დარბაზისთვის ცეცხლის წაკიდება. 11 დაკავებული პირიდან 10 ტაჯიკია, კიდევ ერთი, გავრცელებული ცნობებით, არის ყირგიზეთში დაბადებული უზბეკი კაცი, რომელსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვს. საკუთრივ თავდასხმების გარდა, დაკავებულებს ბრალად ედებათ ადგილიდან გასაქცევი მანქანის, ბინის თუ თანხის გადარიცხვის უზრუნველყოფა.