„ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში არ ხდება, ეს დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია“ – შარლ მიშელი

„გაფართოება არის და იქნება დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესი“, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კიევში, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებთან, ვოლოდიმირ ზელენსკისა და მაია სანდუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესმა ზოგჯერ შესაძლოა იმედგაცრუება გამოიწვიოს, თუმცა, „საჭირო სამუშაო – განსაკუთრებით, კანონის უზენაესობის სფეროში“, უნდა გაგრძელდეს.
„მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ერთ ღამეში, მოულოდნელად არ ხდება. გაფართოება არის და იქნება დამსახურებებზე დაფუძნებული პროცესი“, – ამბობს შარლ მიშელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი