ოკუპირებული რეგიონების ე.წ საზღვრების “დადგენას” ითხოვს

რუსეთი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ საზღვრების დადგენას ითხოვს – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მე-60 რაუნდის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში წერს.
“ძირითადი ძალისხმევა უნდა კონცენტრირდეს ჭეშმარიტად პრიორიტეტულ ამოცანებზე – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მდგრადი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ამ რესპუბლიკების მიმართ, საქართველოს მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ სამართლებრივად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებით. ასევე, ქართულ-აფხაზური და ქართულ-სამხრეთოსური საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებით და მათი შემდგომი დემარკაციით… ამ მიზნების აქტუალობა იზრდება შავი ზღვის რეგიონში -სა და NATO-ს პროვოკაციული ქმედებების ფონზე, სამხედრო-საწვრთნელი ქმედებების გააქტიურების და ალიანსის შემდგომი გაფართოების გეგმების განხორციელების ჩათვლით. მათ შორის, მის შემადგენლობაში საქართველოს მიღებით,” – წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე: ჩვენ ყველაფერს ველოდით, მაგრამ ეს მაინც იყო გასაკვირი, რადგან ეს მისი მანდატი არ არის. მათ შეიძლება გარკვეული ინფორმაციები მოიძიონ და ეს არის ზოგადად წევრ სახელმწიფოებს შორის დიალოგის ფორმატი და არა სადმე სხვა უწყებებში, გაეროში თუ ჰააგაში თუ სხვაგან გადამისამართება

კლინიკა „ბომონდი“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილზე – 2 კვირის წინ ჩაუტარდა საკეისრო კვეთა – კლინიკაში გადმოყვანის შემდეგ დაუდასტურდა მწვავე ქირურგიული პათოლოგია, ოპერაციისას კი განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა