საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და „იცანის“ ორგანიზებით „კრწანისში“ სპექტაკლი „გრიგოლ ფერაძე“ გაიმართა

2023 წლის 20 ნოემბერს, წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება „იცანის“ ორგანიზებით, წარმოდგენილი იყო რეჟისორ გოგა თავაძის მიერ დადგმული სპექტაკლი: „გრიგოლ ფერაძე“, რომელშიც მონაწილეობდნენ მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობები: ნინო ანდრიაძე, ნიკა კვანტალიანი, ზურაბ არუსია და ლევან კაციაშვილი.
თეატრალური წარმოდგენის დაწყებამდე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა, რომელმაც წმინდა გრიგოლ ფერაძის ღვაწლსა და საგანმანათლებლო სივრცეებში შემეცნებითი საღამოების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიებას სამხედრო პირები ესწრებოდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს

ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის უსაფრთხოების ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრის, მათ შორის თავდაცვის მაღალი რანგის ოფიცრის, ალი შამხანის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, მკვლელობას ადასტურებს