ჰელსინკის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე – ეს საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე მიზანმიმართული თავდასხმაა, ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟია

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის სენატის ხელმძღვანელობა საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის თავიდან დაინიცირებას გამოეხმაურა.
„ეს საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე მიზანმიმართული თავდასხმაა, მისი ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟია და ქართველი ხალხის მიერ დიდი ძალისხმევით მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფაა. ეს კანონპროექტი რუსული კანონმდებლობით არის შთაგონებული და მისი მსგავსია. შემთხვევითი არ არის, რომ მისი თავიდან დაინიცირება რეგიონში მსგავსი კანონმდებლობის უფრო ფართო გავრცელების ფონზე ხდება. შემაძრწუნებელია, მაგრამ გასაკვირი არ არის ის, რომ „ქართული ოცნება“ ისევ ამ გზით წავიდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას აგრძელებს“, – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
„ჩვენ საქართველოს ხელმძღვანელობას მოვუწოდებთ, რომ ეს კანონპროექტი მიატოვოს და ლიბერალურ-დემოკრატიულ ტრაექტორიასა და მისი ხალხის ევროატლანტიკურ არჩევანს დაუბრუნდეს“, – აცხადებენ -ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, ბენ კარდინი და სენატორი, როჯერ ვიკერი.

ასევე დაგაინტერესებთ

თინა ბოკუჩავა – დაჭერით, დაკავებით, უსამართლობით ივანიშვილი ვერცერთ ლიდერს, კოალიციას, პარტიას, საზოგადოებას ვეღარ შეაშინებს – ეს ყველაფერი უნდა იყოს ბიძგი, რომ ვკონსოლიდირდეთ, შევქმნათ ერთიანი ფრონტი

მარტა კოსი – საგარეო საქმეთა საბჭოზე საქართველოში დემოკრატიული საფუძვლების უწყვეტი ეროზიის გამო სერიოზული შეშფოთება გამოვხატე – ვაგრძელებთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და ვაძლიერებთ ჩვენს მხარდაჭერას

მამუკა მდინარაძე – მესამე მოსმენით მივიღებთ კანონს, რითაც გამარტივდება საქართველოში არალეგალურად მყოფი პირების გაძევების პროცედურა – ასევე, მივიღებთ ცვლილებებს, რითაც უცხოელებისთვის გამკაცრდება დასაქმების პირობები