აშშ-ის ჰელსინკის კომისია ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას „რუსულ კანონზე“

აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ უარი თქვას ხელახლა დაინიცირებულ „რუსულ კანონზე“.
როგორც ჰელსინკის კომისიის განცხადებაშია აღნიშნული, შემაძრწუნებელია, მაგრამ გასაკვირი არ არის, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ ამ გზით მიდის.
„ეს არის მიზანმიმართული თავდასხმა საქართველოს მყიფე დემოკრატიაზე, მისი ევროპული კანდიდატურის თვითსაბოტაჟი და ქართველი ხალხის დიდი ძალისხმევით მოპოვებული ევროატლანტიკური არჩევანის აშკარა უარყოფა. ეს კანონპროექტი რუსული კანონმდებლობით შთაგონებულია და მისი ასლია. შემთხვევითი არ არის, რომ მისი ხელახალი შემოღება რეგიონში მსგავსი კანონმდებლობის უფრო ფართო გავრცელების ფონზე ხდება.
შემაძრწუნებელია, მაგრამ გასაკვირი არ არის, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ ამ გზით მიდის, მიუხედავად ს მიერ ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციისა.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას ამ კანონპროექტზე და დაუბრუნდეს ლიბერალურ დემოკრატიულ ტრაექტორიას და მისი ხალხის ევროატლანტიკური არჩევანს“, – ნათქვამია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.
ჰელსინკის კომისია -ის დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტოა, რომელსაც ევალება ევროპაში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების ხელშეწყობა.

ასევე დაგაინტერესებთ