ე.წ. “ჰავანის სინდრომის” და რუსული სპეცსამსახურების კვალი თბილისში

ახალმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ, რუსეთის დაზვერვის სამსახურების მიერ ამერიკელი დიპლომატის ოჯახზე თბილისში მომხდარი სავარაუდო თავდასხმის შესახებ არაერთი კითხვა გააჩინა. ინციდენტისა და რუსეთის კვალის შესახებ „ამერიკის ხმა“ გამოძიებისა და აშშ-ის დაზვერვისთვის მომზადებული კვლევის თანაავტორებს ესაუბრა.