საფრანგეთი, ჩვენს რეგიონში ახალი ომების გასაჩაღებლად, ნიადაგს ამზადებს – ილჰამ ალიევი

საფრანგეთი არღვევს სტაბილურობას არა მხოლოდ თავის ყოფილ და ამჟამინდელ კოლონიებში, არამედ, ამავე დროს, ჩვენს რეგიონში – სამხრეთ კავკასიაში, სადაც ის მხარს უჭერს სეპარატისტულ ტენდენციებსა და სეპარატისტებს, – აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი.
მისივე თქმით, ოფიციალური პარიზი მილიტარისტულ პოლიტიკას ატარებს და სომხეთს აიარაღებს.
“საფრანგეთი ატარებს მილიტარისტულ პოლიტიკას, აიარაღებს სომხეთს, ხელს უწყობს რევანშისტულ ძალებს სომხეთში და ამზადებს ნიადაგს ახალი ომების გასაჩაღებლად ჩვენს რეგიონში. ამავე დროს, საფრანგეთი ბოროტად იყენებს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის სტატუსს თავისი მიკერძოებული პოლიტიკის გასატარებლად”, – განაცხადა ალიევმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს