“არ გვჭირდება ჩვენ მათი ფული და რჩევები, რუსეთი ხომ ჩვენს გვერდითაა, დიდი და კეთილი მეზობელი” – ჯანელიძის სარკასტული წერილი “რუსულ კანონზე”

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მიხეილ ჯანელიძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დაინიცირებას სოციალურ ქსელში სარკასტული პოსტით გამოეხმაურა:
„ერთის მხრივ, ევროკავშირი, ნატო, ევროკავშირის წევრი ქვეყნები და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ამ ნაბიჯით საფრთხეს უქმნის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას, და მეორეს მხრივ, იცავს „ქართული ოცნების“ ამ ნაბიჯს და აცხადებს, რომ ყველა ქვეყანა ებრძვის უცხო აგენტებს და ეს საერთაშორისო პრაქტიკაა. შემდეგი ნაბიჯი საქართველოს კონსტიტუციიდან ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მუხლის ამოღება უნდა იყოს, ეს კიდევ უფრო გაამყარებს საქართველოს სუვერენიტეტს. არ გვჭირდება ჩვენ მათი ფული და რჩევები. რუსეთი ხომ ჩვენს გვერდითაა, დიდი და კეთილი მეზობელი, ბრწყინვალე სახელმწიფო მოწყობის სისტემით, ეკონომიკური შესაძლებლობებითა თუ სამხედრო ძალით, რომელიც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის გარანტიაა“

ასევე დაგაინტერესებთ