“მონოპოლიები და ოლიგარქია ხელს უშლის ქვეყნის მდგრად განვითარებას… იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება” | ფოტიგა

“მონოპოლიები და ოლიგარქია ხელს უშლის ქვეყნის მდგრად განვითარებას… იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება” | ფოტიგა
“მონოპოლიები და ოლიგარქია ხელს უშლის ქვეყნის მდგრად განვითარებას… იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება იქნება”, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “დღის სტუმარი” საუბრობს.
“ჯერ დრო კიდევ არის, პოზიტიური დამოკიდებულება უკვე გამოხატეს ცალკეულმა მთავრობებმა. მე იმედი მაქვს, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნება. მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ევროკავშირში არის განსხვავებული მოსაზრებებიც სხვადასხვა სახელმწიფოს მხრიდან და არის გამოწვევებიც. ამიტომ არ ვიცი საბოლოოდ რა მოხდება, მაგრამ მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით იქნება დადებითი გადაწყვეტილება”, – ამბობს ფოტიგა.
მისი თქმით, მთავარი, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსის მიღება შეძლოს, ევროკომისიის დათქმებისა და რეკომენდაციების შესრულებაა.
“ჩემი აზრით, აქ საკითხების ძალიან მნიშვნელოვანი კომბინაციაა, ყველა მათგანი ძალიან საჭიროა. როდესაც ასეთი აგრესიული გარემოა შემნილი სა და სხვა ავტოკრატიების მიერ, როდესაც არის ასეთი კიბერშეტევები, ყველაზე კარგი იარაღი არის ებრძოლო დეზინფორმაციას. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია. მონოპოლიები და ოლიგარქია ხელს უშლის, აფერხებს ქვეყნის მდგრად განვითარებას, ისევე როგორც ეკონომიკურად ასევე პოლიტიკურად. სწორედ ამიტომ, მე მოგიწოდებთ გადადგათ ეს ნაბიჯები, რადგან ჩვენ ბევრი მაგალითი გვაქვს მსოფლიოში, როდესაც ამ ტიპის გადაწყვეტილებებს პოზიტიური გავლენა მოჰყვა. ასევე, მნიშვნელოვანია დანარჩენი ყველა სხვა პუნქტი, რომელიც თქვენ უნდა შეასრულოთ, – თქვა ფოტიგამ.
შეგახსენებთ, რომ ევროკომისიამ 8 ნოემბერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია. საბოლოო პოლიტიკური გადაწყვეტილება კი კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ სრული თანხმობის პირობებში დეკემბერში უნდა მიიღოს. ამ დროს აუცილებელია, რომ 27-ვე წევრის პოზიცია დადებითი იყოს.
ცნობისთვის, საქართველომ, მ და მოლდოვამ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე 2022-ის მარტში შეიტანეს. უკრაინამ და მოლდოვამ კანდიდატის სტატუსი მიიღეს, საქართველომ კი ევროპული პესპექტივა. სტატუსის მოსაპოვებლად ქვეყანას 12 რეკომენდაციის შესრულება დაევალა.