ზელენსკი მაია სანდუსა და შარლ მიშელს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუს და ევროსაბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა, – ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ჩვენ განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, ჩვენი ექსპორტის გაფართოება მოლდოვის ტერიტორიის გავლით და ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა, ენერგეტიკული გამოწვევები ჩვენი ქვეყნების წინაშე და, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროინტეგრაცია”, – წერს ზელენსკი.
მაია სანდუ და შარლ მიშელი დღეს კიევში ჩავიდნენ. უკრაინის დედაქალაქში იმყოფება გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსიც.
