World Central Kitchen-ის თანამშრომლებზე თავდასხმის გამო ისრაელმა სამხედროები თანამდებობიდან გაათავისუფლა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა საერთაშორისო ჰუმანიტარული არასამთავრობო ორგანიზაციის World Central Kitchen-ის თანამშრომლებზე თავდასხმის საკითხზე გამოძიების შედეგად თანამდებობიდან ორი ოფიცერი გაათავისუფლა. ამასთან ერთად, მკაცრი გაფრთხილება მიიღო რამდენიმე უფროსმა სამხედრო მეთაურმა.
გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ს ძალებმა შეცდომით ჩათვალეს, რომ თავდასხმის ობიექტი ჰამასის ტერორისტები იყვნენ და სწორედ ამიტომ მიიტანეს დრონებით იერიში ღაზის სექტორში, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა. ისრაელის ინფორმაციით, საჰაერო იერიშის დროს შესაბამისი პროცედურების სერიოზული დარღვევა დადგინდა.
“დახმარების მანქანებზე იერიში მძიმე შეცდომაა, რაც არასწორი იდენტიფიცირების, გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაშვებული შეცდომებისა და იერიშის მიტანის სტანდარტული ოპერაციული პროცედურების დარღვევის შედეგია” – ვკითხულობთ განცხადებაში.
2 აპრილს, ღაზაში ისრაელის თავდასხმას საერთაშორისო ჰუმანიტარული არასამთავრობო ორგანიზაციის World Central Kitchen-ის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა. ორგანიზაციამ ღაზის სექტორში მუშაობა შეაჩერა.
World Central Kitchen-ის ცნობით, მათი თანამშრომლების მანქანაზე იერიში ისრაელის თავდაცვის ძალებმა მიიტანა, მას შემდეგ, რაც ჰუმანიტარულმა მუშაკებმა ჩრდილოეთ ღაზის ერთ-ერთ დასახლებაში საკვები მიიტანეს.
“ჩვენ ვართ განადგურებულები, რომ გვიწევს შეგატყობინოთ, ჩვენი 7 თანამშრომელი ღაზაში IDF-ის იერიშს ემსხვერპლა. ჩვენი გუნდი გადაადგილდებოდა არაკონფლიქტურ ზონაში ორი მანქანით, რომლებზეც WCK-ს ლოგო ჩანდა. მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილება კოორდინირებული იყო IDF-თან, მანქანაზე იერიში მიიტანეს, როცა ისინი დეირ ალ-ბალაჰის საწყობს ტოვებდნენ. ეს არ არის მხოლოდ თავდასხმა WCK-ზე, არამედ ყველა ჰუმანიტარულ ორგანიზაციაზე, რომლებიც ყველაზე მძიმე სიტუაციებში ჩნდებიან, სადაც საჭმელი ომის იარაღია.” – წერია World Central Kitchen-ის განცხადებაში.
როგორც ცნობილია გარდაცვლილებს შორის არიან დიდი ბრიტანეთის, კანადის, პოლონეთის, -ს და ავსტრალიის მოქალაქეები. ავსტრალიის პრემიერმინისტრი ენტონი ალბანეზი თავდასხმაზე პასუხისმგებლობას ისრაელს აკისრებს.
ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ისინი ამჟამად სიღრმისეულ გამოძიებას ატარებენ უმაღლეს დონეზე აღნიშნული შემთხვევის შესახებ, რათა გაიგონ ამ ტრაგიკული შემთხვევის გარემოებები. ისრაელის თავდაცვის ძალები World Central Kitchen-თან და სხვა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობდა მოსახლეობისთვის საკვების და დახმარების მიწოდების მიმართულებით.