EURO 2024-ის პერიოდში გერმანიაში შესაძლოა დრონების გამოყენება აიკრძალოს

გერმანიის ფედერალური პოლიციის პროფკავშირები ევროპის ფეხბურთის ჩემპიონატის (EURO 2024) დროს ქვეყანაში დრონების გამოყენების აკრძალვის ინიციატივით გამოდიან. ამის შესახებ გერმანული ყოველდღიური გაზეთი Bild-ი იუწყება.
„დრონები ხდება ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე და მის მიმდინარეობის პერიოდშიც საჭიროა ,ქვეყნის მასშტაბით, დრონით ფრენების აკრძალვა,“ – განაცხადა პოლიციის გაერთიანების პროფკავშირების ხელმძღვანელმა, ანდრეას როსკოფმა.
ცნობისთვის, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიის 10 ქალაქში გაიმართება.