ალიევი საფრანგეთს სამხრეთ კავკასიაში ახალი ომის ინსპირირებაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საფრანგეთის ხელისუფლება სამხრეთ კავკასიაში ახალი ომის ინსპირირებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ ალიევის მიერ ბაქოს საერთაშორისო კონფერენციისადმი გაგზავნილ მიმართვაში წერია. ინფორმაციას Deutche Welle ავრცელებს.
„საფრანგეთი მილიტარისტულ პოლიტიკას ატარებს, ის სომხეთს აიარაღებს, მხარს უჭერს მის რევანშისტულ ძალებს და ჩვენს რეგიონში ახალ ომებს საფუძველს უყრის“, – წერია ალიევის განცხადებაში.
ილჰამ ალიევის მიმართვა მისმა მრჩეველმა წაიკითხა. ალიევი წერს, რომ პარიზი არა მხოლოდ საკუთარ კოლონიებში, არამ,ედ სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობას არღვევს და სეპარატიზმს მხარს უჭერს.
ოფიციალური ბაქო პარიზს პირველად არ აკრიტიკებს. აზერბაიჯანის ხელისუფლებას მიაჩნია, რომ საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრობას ბოროტად იყენებს და მიკერძოებულ, არაობიექტურ პოლიტიკას აწარმოებს და სხვადასხვა რეგიონში პოლიტიკური ინტრიგებით არის დაკავებული. ალიევმა მოითხოვა საფრანგეთისგან, რომ „სხვა ქვეყნების ჭკუის სწავლების პრაქტიკას ბოლო მოუღოს“.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”