საქართველოს უკრძალავენ საკუთარ უსაფრთხოებაზე, სასამართლო სისტემასა და საარჩევნო პროცესზე სუვერენულ ზრუნვას. საქართველოს კარნახობენ, რა უნდა იყოს მისი „ფასეულობები”

საქართველოს უკრძალავენ საკუთარ უსაფრთხოებაზე, სასამართლო სისტემასა და საარჩევნო პროცესზე სუვერენულ ზრუნვას. საქართველოს კარნახობენ, რა უნდა იყოს მისი „ფასეულობები”
„სრული ტემპით მიმდინარეობს „ევრო-საბჭოთა კავშირის” ჩამოყალიბების პროცესი – საქართველოს უკრძალავენ საკუთარ უსაფრთხოებაზე, სასამართლო სისტემასა და საარჩევნო პროცესზე სუვერენულ ზრუნვას. საქართველოს კარნახობენ, რა უნდა იყოს მისი „ფასეულობები” და შეშფოთებას გამოთქვამენ ტერმინების „ტრადიციულობა” და “ოჯახური ღირებულებების” მიმართ“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი საკუთარ Facebook-გვერდზე წერს.
როგორც ქართველიშვილმა აღნიშნა, საქართველოში ასობით მილიონი დოლარი, იხარჯება იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა უარი თქვან ტრადიციულობასა და ოჯახურ ღირებულებებზე. მისი თქმით, მოსახლეობის კრიტიკულ მასაზე დასავლეთის გავლენა ამ ეტაპზე წარუმატებელია.
„საქართველოს უკრძალავენ ერთდროულად ორ მოცემულობაში არსებობას: იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო და თავს თვლიდეს ევროპული ოჯახის ნაწილად. ამავე ლოგიკით ებრძვიან უნგრეთს, ნაწილობრივ – სლოვაკეთს, ჩეხეთს, როგორც ჩანს, სრული ტემპით მიმდინარეობს “ევრო-საბჭოთა კავშირის” ჩამოყალიბების პროცესი, დედაქალაქით – ბრიუსელში.
საქართველოს უკრძალავენ საკუთარ უსაფრთხოებაზე, სასამართლო სისტემასა და საარჩევნო პროცესზე სუვერენულ ზრუნვას. საქართველოს კარნახობენ, რა უნდა იყოს მისი „ფასეულობები” და შეშფოთებას გამოთქვამენ ტერმინების „ტრადიციულობა” და “ოჯახური ღირებულებების” მიმართ. ის, რასაც წარმატებით სპობენ საკუთარ სივრცეში, იმას ითხოვენ ჩვენგანაც. ერთი ნაბიჯი აშორებს მათ, რომ ოფიციალურად და ღიად აგვიკრძალონ საქართველოზე, როგორც მსოფლიოს უძველეს ცივილიზაციაზე და ქრისტიანობის აკვანზე გაფიქრებაც კი. მათ სურთ, რომ ჩვენით ვთქვათ ყოველივე ამაზე ნებაყოფლობითი უარი.
ამ მიზნით იხარჯება საქართველოში, საკუთარ უკვე გენმოდიფიცირებულ „დესანტზე” ასობით მილიონი დოლარი, მაგრამ მოსახლეობის კრიტიკულ მასაზე მათი ინფიცირების პროცესი ჯერჯერობით წარუმატებლად მიმდინარეობს. ჩვენ კი გვეყოფა ნებისყოფა, მოვლენებს არ დავასწროთ და ჩვენს უნგრელ, ხორვატიელ, სლოვაკ, ჩეხ პარტნიორებთან ერთად ან „ვირის”, ან „ვირის პატრონის” აღსასრულს დაველოდოთ, რათა განახლებული და ღირსეული ევროპული ოჯახის წინაშე, ჩვენი შენარჩუნებული ღირსებით წარვდგეთ. თუ, რა თქმა უნდა, თვით დასავლეთს არ უმტყუნებენ ნერვები და ჩვენ ფიზიკურ და სულიერ არსებობას აგვიკრძალავს“, – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთი არასწორი დამოკიდებულებით, როგორც ახლა ვიტყოდით, „პრიორიტეტებით“, ვცოდავთ და ღმერთს ვშორდებით. შემდეგ კი გვიკვირს, რატომ გამიწყრა ღმერთი, რატომ მიმატოვა, როცა ჩავვარდი ამა თუ იმ მძიმე განსაცდელში

კოალიციის მთავარი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აკეთებს განცხადებას, რომ “ფორმულამ” ნახევარი მილიონი, შავი ფული აიღო 4 ოქტომბრის თემის აწევაში – კოალიციის სხვა ლიდერები რატომ არ გმობენ ოპოზიციურ მედიაზე ასეთ თავდასხმას?გეზარებათ გიჟთან ჭიდაობა?

სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს – მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს