გუბერნატორი – როსტოვში, დრონის აფეთქების შედეგად, 8 ადამიანი დაშავდა

როსტოვის ოლქში დრონის აფეთქების შედეგად რვა ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ რუსული მედია რეგიონის გუბერნატორზე, ვასილ გოლუბევზე დაყრდნობით იუწყება.
„მოროზოვსკის რაიონში, აეროდრომიდან არც თუ ისე შორს, ერთ-ერთ ჩამოვარდნილ უპილოტო საფრენ აპარატზე ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად, წინასწარი მონაცემებით, რვა ადამიანი დაშავდა“, – აცხადებს გუბერნატორი.
მანამდე, Reuters-მა სანდო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ როსტოვის ოლქში, რუსეთის მოროზოვსკის სამხედრო ავიაბაზას შეუტია, რის შედეგადაც განადგურდა ექვსი და დაზიანდა კიდევ 8 რუსული სამხედრო თვითმფრინავი.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას