ბი-ბი-სი და მედიაზონა უკრაინასთან ომში 50 ათასი რუსი ჯარისკაცის სიკვდილს ადასტურებენ

ბი-ბი-სი-ს და მედიაზონის ჟურნალისტებმა დაადასტურეს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგრუსეთის 50 ათასი ჯარისკაცის სიკვდილი.
მათ შორის არიან ჯარისკაცები, რომელთა ბედის შესახებ ახლობლებმა ვერაფერი შეიტყვეს ორი წლის განმავალობაში.
ჟურნალისტები მოხალისეთა ჯგუფთან ერთად ეწევიან დაღუპული ჯარისკაცების აღნუსხვას საჯარო წყაროების საშუალებით: მედიაში ახლობლების მიერ გამოქვეყნებული ცნობების, ოფიციალური ხელისუფლების განცხადებების და ადგილობრივი მედიის და იმ სასწავლებლების ცნობებზე დაყრდნობით, სადაც ჯარისკაცები სწავლობდნენ.
მონაცემების შესწავლის შედეგად, მკვლევრებმა მიაგნეს სულ მცირე 101 სავალდებულო სამსახურში გაწვეულ ჯარისკაცის გვარს, რაც ეწინააღმდეგება ვლადიმირ პუტინის განცხადებას, რომ წვევამდელები ომში არ მონაწილეობენ.
მათი ნაწილი დაიღუპა ბელგოროდის ოლქში, როცა საზღვარს იცავდნენ და ოფიციალურად არ იბრძვიან უკრაინაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას