საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა მ უკვე გამოსცა.
ირაკლი ბერაია დღემდე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. სხვადასხვა დროს ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – ვაშაძის 8-პუნქტიანი გეგმა ამბობს, რომ ჩვენ ვართ უმრავლესობა და წარმატებისთვის აუცილებელია ერთიანობა, რეჟიმს არ მივცეთ ჩვენი გაყოფის შესაძლებლობა – „გათიშე და იბატონე“, ამას მიმართავს ივანიშვილი და ვინც ერთობაში არ არის, ივანიშვილის მხარესაა