“ოცნება” ყელამდეა ნეხვში და ცდილობს ამ ნეხვში ჩაითრიოს NGO-ებიც!” – სადღობელაშვილი

მე სულ არ მაინტერესებს უცხოეთიდან დაფინანსებულების ანგარიშვალდებულება! მე მაინტერესებს ჩემი ბიუჯეტიდან დაფინანსებულების კეთილსინდისიერება! მე მაინტერესებს სად და როგორ იხარჯება ჩემი ფული და სულ ცალ ფეხზე მკიდია სად იხარჯება -ს ფული! – ეწ “რუსული კანონის” შემოტრიალება არის პასუხი კორუმპირებული სახელისუფლებო შტოების მხილებაზე! – ხელისუფლება ყელამდეა კორუფციაში ჩაფლული, პრაქტიკულად არ არსებობს კეთილსინდისიერი ჩინოვნიკი, არ არსებობს სახელისუფლებო მოხელე რომელიც დეკლარაციაში ასახავს თავის ქონებას. ვერცერთი ჩინოვნიკი ვერ ასაბუთებს დაგროვილი ქონების წარმომავლობას. – ხელისუფლებას ამხელს უცხოეთიდან დაფინანსებული NGO-ები და აი სწორედ ამიტომ გახდა მთავრობის მხრიდან მთავარი სამიზნე არასამთავრობო ორგანიზაციები. – “ოცნება” ყელამდეა ნეხვში, მათ ვერ და არ გამოუვათ ამ ტალახის მოწმენდა-ჩამორეცხვა და სწორედ ამიტომ ცდილობს ამ ნეხვში ჩაითრიოს NGO-ებიც!

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?