საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით ხორვატიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ზაგრებში, შეხვედრები გამართა ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან დომოგოი ჰაიდუკოვიჩთან, პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის თავმჯდომარესთან ერიკ ფაბიანიჩთან, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან მარიანა პეტირთან და საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან დავორ დრეტართან. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრებისას, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობასა და მოლოდინზე ისაუბრეს. ყურადღება დაეთმო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების მნიშვნელოვან საკითხებს, საქართველოს მიერ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროგრესს და გატარებულ რეფორმებს. საქართველოსათვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ხორვატიის მხარდაჭერა ხაზგასმით აღინიშნა.
„ვიზიტის ფარგლებში, 2022 წლის 9 ივნისს, საქართველოს და ხორვატიის პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტებს შორის ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში სექტორული თანამშრომლობის ხელშეწყობის საკითხი განიხილეს. აღნიშნულ კონტექსტში აქცენტი გაკეთდა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე და ხორვატიული მხარის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. ასევე, აღინიშნა საქართველოსა და ხორვატიის რეგიონებს შორის თანამშრომლობის განვითარების პოტენციალი და ამ მიმართულებით მუშობის გაგრძელების საჭიროება.
შეხვედრებისას, ხორვატიის მხარემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესისადმი მტკიცე მხარდაჭერა და პარტნიორობისთვის გაძლიერების და სხვადასხვა სფეროებში ხორვატიის გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოხატეს.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ხორვატიაში შემდეგი შემადგენლობით იმყოფებოდა: ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და თავმჯდომარის პირველი მოადგილე გელა სამხარაული ასევე, ფრაქციის „ქართული ოცნება” თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ცაგარეიშვილი”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი ვარშავაში მინისტრების შეკრებაზე საქართველოს არ მიწვევაზე – ეს გადაწყვეტილება სამწუხაროა – გამოდის, რომ პოლონეთის ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რას ნიშნავს კანდიდატის სტატუსი და სააკაშვილთან მეგობრობას უფრო მაღალა აყენებს

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გულწრფელობაში ეჭვი გვეპარება, მაგრამ დემოკრატიაა და გამართონ ნებისმიერი მარში – რაც შეეხება ევროკავშირის საელჩოს ღონისძიებას, რადგან პროტოკოლი დაარღვიეს, ჩვენ იქ არ ვიქნებით

ირაკლი კობახიძე – ჩვენ ვიბრძოლეთ და კბილებით გამოვგლიჯეთ ევროკავშირს კანდიდატის სტატუსი – ჩვენ ვართ ხელის გაწვდენის რეჟიმში, როგორც კი დასრულდება მათი მხრიდან უსამართლობა, ყველაფრისთვის მზად ვართ