უკრაინული წყარო: რუსეთის მოროზოვსკის აეროდრომზე განადგურებულია სულ მცირე ექვსი ბომბდამშენი

რუსეთის როსტოვის ოლქის მოროზოვსკის რაიონში მდებარე სამხედრო აეროდრომზე დღევანდელი შეტევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა განახორციელა თავდაცვის ძალებთან ერთად. ამის შესახებ რამდენიმე მედიასაშუალება, მათ შორის რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახური წერს ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად განადგურებულია სულ მცირე ექვსი საბრძოლო თვითმფრინავი და რვა დაზიანებულია.
უკრაინული მხარის თანახმად, მოროზოვსკის აეროდრომზე დისლოცირებული არიან სუ-24 და სუ-34 ტიპის ბომბდამშენები, რომლებსაც იყენებს ფრონტისპირა უკრაინული ქალაქების და უკრაინის თავდაცვის ძალების პოზიციების დასაბომბად.
სთან მოსაზღვრე როსტოვის ოლქის მოროზოვსკის რაიონში ძლიერი აფეთქებები გამთენიისას მოხდა. რუსული ტელეგრამ-არხები, მათ შორის პროპაგანდისტული, წერდნენ, რომ მოროზოვსკზე უპილოტო საფრენი აპარატებით „მასირებული შეტევა“ იყო.
დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შედეგების დაკონკრეტების გარეშე განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებებით როსტოვის ოლქში გაანადგურეს უკრაინის 44 უპილოტო საფრენი აპარატი.

ასევე დაგაინტერესებთ