რუსეთისათვის წითელი ხაზი ევროკავშირისა და ნატოს ხაზია, საუკეთესო თავდაცვა ევროკავშირის სოლიდარობაა – სალომე ზურაბიშვილი

„საბოლოო ჯამში, რუსეთისათვის წითელი ხაზი ევროკავშირისა და ნატოს ხაზია. სწორედ ეს უნდა ჩემს ქვეყანას, ეს უნდა მოსახლეობას“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France 24 English-სთან ინტერვიუში განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვას, მთავრობა პუტინს ზედმეტი პატივისცემით ეპყრობა? სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიური პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ მთავრობის პოლიტიკა სავარაუდოდ რუსეთის მიმართ მათი შიშითაა გამოწვეული.
„მე ამას თვითკმაყოფილებას დავარქმევდი და ეს შესაძლოა, უკრაინაში ომის შემდგომი შედეგი იყოს, რომ ზოგიერთი ლიდერი შთაბეჭდილების ქვეშაა, რას შეიძლება ცდილობდეს საქართველოში თუ საქართველოს მიმართ უკრაინაში რუსეთის მარცხის დასაკომპენსირებლად. ასე რომ, ვფიქრობ, ზოგიერთი ადამიანი ასეთი პერსპექტივის მიმართ შესაძლოა, შიშს გრძნობდეს, მაგრამ მე ამას არ ვიზიარებ.
ვფიქრობ, საუკეთესო თავდაცვა ევროკავშირის სოლიდარობაა. საუკეთესო თავდაცვა ჩვენს საზოგადოებასთან, ჩვენს ოჯახთან ყოფნაა. რასაც ვხედავთ ისაა, რომ საბოლოო ჯამში, რუსეთისათვის წითელი ხაზი ევროკავშირისა და ნატოს ხაზია. სწორედ ეს უნდა ჩემს ქვეყანას, ეს უნდა მოსახლეობას. ახლახან გამოქვეყნდა საზოგადოებრივი გამოკითხვა, სადაც ჩანს, რომ საზოგადოების მხარდაჭერა ევროკავშირისადმი 80%-იდან 86%-მდე გაიზარდა და ნატოსადმი მხარდაჭერა 72%-იდან – 76%-მდე“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”