კივი ბაზარზე 300%-იანი ფასნამატით იყიდება – იმპორტი ბოლო ხუთ წელში 72%-ით გაიზარდა

2024 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში 384 760 დოლარის ღირებულების 826.74 ტონა კივი (ახალი კივი) შემოვიდა. (1კგ – 1.25ლ)
ორი თვის მანძილზე, ირანიდან 383 310 დოლარის ღირებულების 825.17 ტონა კივი (ახალი კივი) შემოვიდა. ნიდერლანდებიდან 810 დოლარის ღირებულების 0.14 ტონა. თურქეთიდან კი 640 დოლარის ღირებულების 1.43 ტონა.
ირანიდან იმპორტირებული 1კგ კივის ღირებულებამ ($0.46) 1.25 ლარი, ნიდერლანდებიდან იმპორტირებული 1 კგ კივის ღირებულებამ ($5.78) 15.51 ლარი, ხოლო თურქეთიდან იმპორტირებული 1კგ კივის ღირებულებამ ($0.44) 1.2 ლარი შეადგინა.
კივის იმპორტი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში72%-ითაა გაზრდილი. ამ წლების მანძილზე, მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ირანია. მონაცემები წლების მიხედვით, შემდეგნაირად გამოიყურება:
2019
$708 440-ის ღირებულების 1559.05 ტონა (1 კგ-ს ღირებულება 1.22 ლარი)
2020
$756 830-ის ღირებულების 1532.58 ტონა (1 კგ-ს ღირებულება 1.32 ლარი)
2021
$595 420-ის ღირებულების 1361.97 ტონა (1 კგ-ს ღირებულება 1.17 ლარი)
2022
$1 143 780-ის ღირებულების 2619.87 ტონა (1 კგ-ს ღირებულება 1.17 ლარი)
2023
$1 320 600-ის ღირებულების 2684.19 ტონა (1 კგ-ს ღირებულება 1.32 ლარი)
ცნობისთვის, ქართულ ბაზარზე, სუპერმარკეტებში კივის ღირებულება 5-6 ლარის ფარგლებში მერყეობს. რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 300%-იანი ფასნამატით იყიდება.