ისტორიული „ქარვასლის“ ახალი ფუნქცია – ვინ აშენებს კულტურული ძეგლის ადგილას სასტუმროს

ისტორიული „ქარვასლის“ ახალი ფუნქცია – ვინ აშენებს კულტურული ძეგლის ადგილას სასტუმროს
ძველ თბილისში, ლესელიძეზე მდებარე კულტურული ძეგლი „ქარვასლას“ რეკონსტრუქცია, შეცვლილი იერსახით და სასტუმროს ფუნქციით პროექტის მიხედვით, რამდენიმე თვეში დასრულდება.
ბოლო შეცვლილი ესკიზის მიხედვით, რომელიც მოიჯარე კომპანიამ თბილისის მერიას ორი თვის წინ წარუდგინა და ნებართვას ელოდება, უკანა მხარეს არსებული შემინული დაშენების წინა ფასადზე გაგრძელებას გულისხმობს. გარდა ამისა, ძველი ესკიზის მიხედვით, რომელმაც კულტუროლოგების დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია, სახურავის წინა მხარეს გუმბათი უნდა განთავსებულიყო, ახალ ესკიზში კი ის აღარ არის.
ახალი ესკიზი
ძველი ესკიზი
2005 წლიდან შენობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ფლობს, დღეს ის იჯარით შპს „ქარვასლას“ აქვს აღებული, რომელიც მას 2020 წლიდან განკარგავს.
„კომერსანტი“ შპს „ქარვასლის“ წარმომადგენელთან დაკავშირებას და სასტუმროსთან დაკავშირებით დეტალების გარკვევას შეეცადა, თუმცა კომპანიის დირექტორმა ლევან ლორიამ ჩვენს ზარებს და ტექსტურ შეტყობინებას არ უპასუხა.
შპს „ქარვასლას“ ოთხი მეწილე ჰყავს. კომპანიის 30%-ს მამუკა მერკვილაძე ფლობს, რომელიც რუსეთში, შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ახალი ხელმძღვანელია. შპს „ქარვასლას“ 33.3%-ს ზურაბ კოპაძე, 16.7%-ს დავით კოპაძე, ხოლო 20%-ს თეიმურაზი ტურაშვილი ფლობენ.