საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, “უცხოური ძალის ინტერესებით მოქმედი ორგანიზაციების” შესახებ კანონპროექტი გაიწვიონ – გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი

საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, “უცხოური ძალის ინტერესებით მოქმედი ორგანიზაციების” შესახებ კანონპროექტი გაიწვიონ – გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი
საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების” შესახებ კანონპროექტი გაიწვიონ. ამის შესახებ განცხადებას გაერო-ს ადამიანის უფლებათა კომიტეტი ავრცელებს.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისი აღნიშნავს, რომ კანონპროექტი „სერიოზული საფრთხეა“ გამოხატვის თავისუფლებისთვის.
“საქართველო: ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, გაიწვიონ კანონპროექტი, რომელიც საზღვარგარეთიდან თავისი დაფინანსების 20%-ზე მეტის მიმღებ სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის” იარლიყს აკრავს. ეს სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებისთვის”, – წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტი პარლამენტში 3 აპრილს ხელახლა დააინიცირეს.