„სამშენებლო სექტორში კადრების დეფიციტი გამოწვევაა და მისი მოგვარება ერთიან ძალისხმევას საჭიროებს“ – გეგი ქელბაქიანი

„სამშენებლო სექტორში კადრების დეფიციტი, შესაძლოა, მიგრაციული პროცესებითაც იყოს გამოწვეული,“ – ამის შესახებ სამშენებლო კომპანია “რეფორმას” დამფუძნებელმა გეგი ქელბაქიანმა განაცხადა.
როგორც ქელბაქიანი ამბობს, ეს პროცესი დროებით ტურბულენტობას უკავშირდება და დროთა განმავლობაში უნდა დასტაბილურდეს.
“ეს პრობლემა, ხშირ შემთხვევაში, არასწორი მოლოდინებით არის გამოწვეული. ქართველი მუშახელის მიგრაცია გვაქვს პოლონეთში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ხშირად, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს, კადრების შემოყვანა თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან გვიწევს, არის შემთხვევები, როდესაც თურქმენეთიდან და უზბეკეთიდანაც ჩამოჰყავთ.
სამწუხაროდ, აქ ვგულისხმობ არა კვალიფიციურ, არამედ ჩვეულებრივ, დღიურ მუშახელს. ეს, რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, გამოწვევაა, მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ დროებითი ტურბულენტობაა და უნდა დასტაბილურდეს, ადრე თუ გვიან ქართველები დაბრუნდებიან და მათ ჩვენ დავასაქმებთ. აღნიშნული გამოწვევა დროულ და გაერთიანებული ძალისხმევით მოგვარებას საჭიროებს”, – ამბობს კომპანია “რეფორმას” დამფუძნებელი გეგი ქელბაქიანი.
bm.ge