ხელოვნურმა ინტელექტმა ლუდის გემოს გაუმჯობესება ისწავლა

გემრიელი ლუდის შექმნა რთული საქმეა. მსხვილ ლუდსახარშებს პროდუქტების შესამოწმებლად ათასობით თანამშრომლიდან კარგი დეგუსტატორების ამორჩევა უწევთ. თუმცა, ასეთი დეგუსტაციები ძვირია, კარგი გემოვნება კი ძალიან სუბიექტური ცნებაა.
შესაძლებელია რომ ეს პროცესი ხელოვნურმა ინტელექტმა გაამარტივოს? ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ხელოვნური ინტელექტის ახალ მოდელებს შეუძლიათ ზუსტად განსაზღვრონ, თუ რამდენად მაღალი შეფასება ექნება მომხმარებლებისგან ბელგიურ ლუდს, ასევე, რომელი კომპონენტები გააუმჯობესებს მის გემოს.
ასეთი მოდელები მწარმოებლებს საშუალებას მისცემს შეიმუშაონ ახალი პროდუქტები და შეცვალონ არსებული გემოები, მომხმარებლის გემოვნებიდან გამომდინარე. ამ გზით მათ შეუძლიათ დაზოგოთ ბევრი დრო და ფული, რომელიც ექსპერიმენტების ჩატარებაზე დაიხარჯებოდა.
ხელოვნური ინტელექტის მოდელების მოსამზადებლად, მკვლევრებმა ხუთი წლის განმავლობაში 250 კომერციული ლუდის ანალიზი გააკეთეს. ეს დრო დასჭირდა ყველა მათგანის ქიმიური თვისებებისა და არომატული ნაერთების გაზომვას.
შემდეგ ეს დეტალური ანალიზი დეგუსტაციის პანელის რეიტინგებთან და იმავე ლუდების 180 000 მიმოხილვასთან გააერთიანეს. შედეგად მიიღეს მონაცემთა დიდი ნაკრები, რომელიც ქიმიურ მონაცემებს გემოვნურ მახასიათებლებთან აკავშირებს. მისი დახმარებით ხელოვნური ინტელექტის 10 მოდელს ლუდის გემოს და სუნის ზუსტი პროგნოზირება ასწავლეს, ასევე იმის ალბათობის განსაზღვრა რამდენად მაღალ შეფასებას მისცემს მას მომხმარებელი. ი.