შიკორსკი: უკრაინაში NATO-ს მისიის შექმნის გადაწყვეტილება მივიღეთ, ეს ომში ჩართვას არ ნიშნავს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ შიკორსკის თქმით, ში NATO-ს ალიანსის მისია შეიქმნება. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ X-ის გვერდზე წერია.
💬 We have made the decision to establish a NATO mission. This doesn’t mean that we’re entering the war, but rather that we’ll now be able to utilize NATO’s coordinating, training, and planning capabilities to support 🇺🇦 in a better manner.

| FM @sikorskiradek for 🇵🇱 media pic.twitter.com/Ahe75scFM8— Ministry of Foreign Affairs 🇵🇱 (@PolandMFA) April 4, 2024
“(უკრაინაში) NATO-ს მისიის შექმნის გადაწყვეტილება მივიღეთ. ეს არ ნიშნავს, რომ ომში ვერთვებით, მაგრამ მოგვეცემა კოორდინაციის, წვრთნისა და დაგეგმვის შესაძლებლობები უკრაინის უკეთესად მხარდაჭერისთვის”. – წერია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოსტში.
ამ ეტაპზე NATO-ს სხვა ქვეყნების წარმომადგენლები შიკორსკის განცხადებას არ გამოხმაურებიან.
ცოტა ხნით ადრე შიკორსკიმ თქვა, რომ NATO-ს მისიის შექმნა მოსკოვის კონფრონტაციული არ იქნება.
“პუტინი იმეორებს ტყუილს თავდაცვითი ომის შესახებ. არ ვურჩევ NATO-ზე თავდასხმას, იმიტომ რომ, 20-ჯერ უფრო მდიდრები ვართ, წააგებს ასეთ ომს, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირი დამარცხდა ცივ ომში”. – თქვა შიკორსკიმ.