ყაზახური ბანკები რუსული “მირ” ბარათების მომსახურებაზე უარს ამბობენ. ამის შესახებ გამოცემა The Moscow Times წერს.
კერძოდ, სომხეთისა და ყირგიზეთის შემდეგ რუსული საგადასახადო სისტემა “მირ”-ის ბარათების მომსახურებაზე მასობრივად უარს ამბობენ ყაზახური ბანკები, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა კრემლის საკვანძო სავაჭრო პარტიორია და შედის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ОДКБ) და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში.
“მირ”-ს სისტემის წინააღმდეგ სანქციებს აწესებს ყაზახეთის უდიდესი ბანკი – Halyk Bank. მედია აღნიშნავს, რომ ბანკმა სრულიად შეწყვიტა რუსული ბარათების მომსახურება, მათ შორის გადარიცხვების, ტერმინალების მეშვეობით გადახდისა და ბანკომატიდან თანხების გამოტანის სერვისი.
ბანკის წარმომადგენლის თქმით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც აშშ-ის სანქციები “საგადასახადო ბარათების ეროვნულ სისტემას” შეეხო – რუსეთის ცენტრალური ბანკის “შვილობილ” კომპანიას, რომელიც “მირ” ბარათების გაცემაზე და მომსახურებაზეა პასუხისმგებელი.
რუსულ ბარათებზე მუშაობას აგრძელებენ მხოლოდ “ვითიბი ყაზახეთი” და Bereke bank-ი (რუსული “სბერბანკის” ყოფილი ყაზახური შვილობილი კომპანია).