“კუდამოძუებული გამომიშვეს თბილისის მერიიდან. უსახლკაროთა რეგისტრაციის საქმეში უარი დამიმტკიცდა – მე ჩემს არასრულწოვან შვილს და ორსულ მეუღლეს”

სოციალურ ქსელში, თბილისის მერიის ოფიციალურ გვერდზე, მოქალაქე გოგლიკო , რომელსაც, როგორც წერს, არ აქვს სახლი, ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და ფეხმძიმე მეუღლე და მთელი 3 წელი ელოდა საცხოვრებელი ფართით უზრუნველჰყოფის განცხადებაზე პასუხს, წერს:

სამწუხარო იყო დღეს ჩემთვის ის ფაქტი რომ ესე კუდამოძუებული გამომიშვეს თბილისის მერიიდან უსახლკაროთა რეგისტრაციის საქმეში უარი დამიმტკიცდა – მე ჩემ არასრულწოვან შვილს და ჩემ ორსულ მეუღლეს.

რეალურად ვერც მიზეზი გავიგეთ ძალიან ნაწყენი ვარ როდესაც მე და ჩემი ოჯახი მუდამ მხარში ვედექით ამ მთავრობას და მოშიმშილეები რომ იყვნენ მაშინ ვაჭმევდით – სახლში გაკეთებული საჭმელი კონტეინერებით მიგვქონდა, არც მაშინ ვიყავით დალხენილები მაგრამ გვქონდა იმედი მოვიდოდა ქართული ოცნება / Georgian Dream რამენაირად მოგვემართებოდა ხელი და დღეს როგორ გული დამწყდა, ამდენი ემოცია და იმედი ორმა ფურცელმა რომ გაანადგურა.

ძალიან სამწუხაროა რომ მესმის ხალხს ბინები აქვთ და მეორე და მესამეს ჩუქნიან და მე უსახლკარო, ქირაში მყოფი არანაირი ქონების გარეშე ვრჩებით ისევ ესე.

მადლობა… 3 წელი ზუსტად ველოდებოდი მთელი. გულით მაგრამ არ მეგონა ესე თუ დასრულდებოდა.

არადა, მე-16-ე ვიყავით რიგში ორჯერ დამირეკეს ვიღაცეების სახელები მკითხეს, ვისაც არ ვიცნობდი და ეგ იყო და ეგ. აუცილებლად ვაპირებ გავასაჩივრო.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები