ლევან ჟორჟოლიანი – თბილისის ბიუჯეტის საბოლოო ვერსია, გარდა მასში გაწერილი პრიორიტეტებისა, დამატებითი პროექტების განხორციელების საშუალებასაც მოგვცემს

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ლევან ჟორჟოლიანი 2024 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ წარმოდგენილი ბიუჯეტის პირველადი ვერსიაც კი უკვე პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც დედაქალაქის წინაშე დგას.
საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი დარწმუნებულია, რომ თბილისის მთავარი საფინანსო დოკუმენტის საბოლოო ვერსია, გარდა მასში გაწერილი პრიორიტეტებისა, დამატებითი პროექტების განხორციელების საშუალებასაც მოგვცემს.
ლევან ჟორჟოლიანმა ოპოზიციონერ კოლეგებსაც მიმართა და მათ მომზადება დაუწუნა.
„წინ წახვედით ნამდვილად და აღარ გვიწევს თქვენთვის იმის მტკიცება, რომ ბიუჯეტი გაზრდილია, მაგრამ დამაკლდა ისეთი შეფასებები როგორიც გჩვევიათ. მაგალითად, ოპოზიცია დღეს არ ამბობს, რომ ბიუჯეტის პროექტი რუსულია, მგონი, ჩვენი კოლეგები ფორმაში არ არიან.
რაც შეეხება ბიუჯეტის პროექტს, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დღეს წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტი 2023 წლის პირვანდელ ვერსიასთან შედარებით 200 მილიონი ლარით, ხოლო დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 70 მილიონი ლარით მეტია. ყველა პროგრამა, რომელიც ეხება ჯანდაცვასა და სოციალურ სფეროს შენარჩუნებულია და მათი დაფინანსება გაზრდილია. ბიუჯეტის პროექტში პრიორიტეტულ ადგილს ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო მიმართულებებიც იკავებს“, – განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას

გურამ მაჭარაშვილი – თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ვაია“, რადგან უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან პოლიტიკური ველიდან გაქრებიან