ტრადიციები, მტრები, უსამშობლოები – კალაძე

„პრეზიდენტი ქვეყნის განვითარებას პირდაპირ ეწინააღმდეგება. როგორ შეიძლება პრეზიდენტად მოვიხსენიოთ , რომელიც ეწინააღმდეგებოდა, ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო, დღესაც იგივე განწყობაა. ესენი არიან რადიკალები, ქვეყნის მტრები, მათ სამშობლო არ გააჩნიათ. უბრალოდ ეუბნებიან რა უნდა გაკეთდეს, რა ილაპარაკონ. ქვეყნის არც ერთ მტერს არ მიეცემა იმის საშუალება, რომ საქართველო დახიოს უკან. ყველამ ერთად უნდა ვიშრომოთ, ვიფიქროთ, იმაზე, რომ ჩვენი ტრადიციებით, ღირებულებებით
გავხდეთ ევროპული ოჯახის წევრი“, – განაცხადა მ.
კალაძე არ აკონკრეტებს, რას თვლის ქართულ ტრადიციად, იქნებ, სულაც იმას, როგორც მიმართავს ქალებს, ან იმას, როგორ მოიხსენიებენ მისი გუნდის პრემიერები მომავალ თაობას?

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას

გურამ მაჭარაშვილი – თუ ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, „ვაია“, რადგან უარესად დამარცხდებიან, ვიდრე შარშან, ხოლო თუ არ მიიღებენ, „ვუია“, რადგან პოლიტიკური ველიდან გაქრებიან