ნინო რუხაძე: სამწუხაროა, რომ დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვისას, მსჯელობის ნაცვლად პოლიტიკურ განცხადებებს ვისმენთ

„სამწუხაროა, რომ დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვისას, მსჯელობის ნაცვლად პოლიტიკურ განცხადებებს ვისმენთ“,- ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“ თავმჯდომარის მოადგილემ ნინო რუხაძემ განაცხადა.
ნინო რუხაძის თქმით, ოპიზიციას თავს ესხმის დედაქალაქისთვის საჭირო და საამაყო პროგრამებს და თავისი უსაგნო განცხადებებით შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება. საკრებულოს წევრმა მაგალითისთვის ისეთ პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა, როგორიცაა „60+’’.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლითაც უამრავი ადამიანი სარგებლობს. დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი შეფასების კრიტერიუმია, თუ როგორ ეპყრობა ქვეყანა ხანდაზმულ ადამიანებს“, – განაცხადა ნინო რუხაძემ.
მან დღესვე ისეთი პროგრამის მნიშვნელობაზეც ისაუბრა, როგორიცაა „თბილისის ადვოკატი“.
დასასრულს, ნინო რუხაძემ ოპოზიციას მიმართა და მათ რჩევებს არაკომპეტენტური უწოდა.
მისი თქმით, ოპოზიციონერი კოლეგების რჩევების გათვალისწინება შეუძლებელია, რადგან ისინი ვერ არიან კარგი მრჩეველები და ისეთი საკითხების მოგვარებას და დაფინანსებას ითხოვენ , რაც მუნიციპალიტეტის კომპეტენცია არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ერის გაერთიანებაზე – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე – გვჯეროდეს ერთმანეთის

მიხეილ ყაველაშვილი – რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, ყოველთვის უნდა დავიცვათ ეროვნული ინტერესი – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის