სერბეთის პრეზიდენტი – სერბეთს საფრანგეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარება სურს

სერბეთს საფრანგეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის განვითარება სურს, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდერ ვუჩიჩმა განაცხადა.
როგორც ვუჩიჩმა აღნიშნა, 8 აპრილს, საფრანგეთში, ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.
„ერთ-ერთი თემა სპეციალური დანიშნულების ინდუსტრიის სფეროში თანამშრომლობა იქნება“, – განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.
ასევე, ვუჩიჩმა განაცხადა, რომ სერბეთს ფრანგული Rafale-ს საბრძოლო თვითმფრინავების შეძენა სურს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: ყოველთვის ვიყავი და ვარ ერთობის მომხრე, მაგრამ თუ ეს ერთობა იმდენად მყიფეა, რომ ყველაფერზე ძალიან ადვილად წყობიდან გამოდის და აპირებს მე ცენზურა დამიწესოს, მას ძალა ვერ ექნება რეჟიმთან ბრძოლისთვის