თინა ბოკუჩავა – არჩევნებია მთავარი პასუხი, რომელიც ივანიშვილის პარტიამ უნდა მიიღოს ამ ანტიევროპულ და ანტიეროვნულ ნაბიჯებზე

არჩევნებია მთავარი პასუხი, რომელიც ივანიშვილის პარტიამ უნდა მიიღოს ამ ანტიევროპულ და ანტიეროვნულ ნაბიჯებზე, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება” ქართველი ხალხისგან პასუხს არჩევნებზე მიიღებს.
„ეს იყო “რუსული კანონი” შარშან, როდესაც ქართველი ხალხის ძალისხმევით იგი ჩავარდა, რის შედეგადაც საქართველომ ისევ ქართველი ხალხის ძალისხმევით მიიღო კანდიდატის სტატუსი და ეს არის “რუსული კანონი” დღესაც. ამ ჩავარდნილი კანონით ახლა ხელისუფლება ვერც ჩავარდნილ ეკონომიკას გადაფარავს და ვერც ევროპულ მომავალს წაართმევს ჩვენს ქვეყანას იმიტომ, რომ მთავარ პასუხს ქართველებისგან მიიღებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე”,-განაცხადა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი: ყოველთვის ვიყავი და ვარ ერთობის მომხრე, მაგრამ თუ ეს ერთობა იმდენად მყიფეა, რომ ყველაფერზე ძალიან ადვილად წყობიდან გამოდის და აპირებს მე ცენზურა დამიწესოს, მას ძალა ვერ ექნება რეჟიმთან ბრძოლისთვის