ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფეთქება მოხდა – დაიღუპა 1 ადამიანი

ერევანში, სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიური ფაკულტეტის შენობაში აფეთქება მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქება სარდაფში მოხდა, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი