„ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრები რომის პაპს შეხვდებიან

„ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების ოჯახის წევრები რომის პაპს შეხვდებიან
7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ მიერ ისრაელიდან გატაცებული და ამჟამად ღაზაში მყოფი მძევლების ოჯახის წევრები ვატიკანში რომის პაპ ფრანცისკეს შეხვდებიან. ინფორმაციას ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, რომის პაპს ჯამში 20 კაცი შეხვდება, შემდეგ კი მძევლების ოჯახის ახლობლები იტალიის მთავრობის მაღალჩინოსნებს შეხვდებიან.
როგორც ისრაელის მედია წერს, „ჰამასს“ დაახლოებით 240 მძევალი ჰყავს. მათ უარი თქვეს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის და სხვა სახის ჰუმანიტარულ ვიზიტებზე.
ცნობისთვის, „ჰამასის“ ერთ-ერთი მთავარი ლიდერი ისმაილ ჰანიე reuters-თან აცხადებს, რომ ისრაელთან ზავის მიღწევის საკითხზე ახლოს არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი – ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა გამოწვევებია მთელ მსოფლიოში, ჩვენი ერი იყოს ერთიანი, ვიზრუნოთ ერის გაერთიანებაზე – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე – გვჯეროდეს ერთმანეთის

მიხეილ ყაველაშვილი – რაც არ უნდა ხდებოდეს გარშემო, ყოველთვის უნდა დავიცვათ ეროვნული ინტერესი – მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო და მივულოცო საზოგადოებას დღევანდელი დღე, ვიყოთ რწმენაში უფრო მტკიცე, გვჯეროდეს ერთმანეთის