დასავლეთი ჩვენი მეგობარია და არა უფროსი, ეს უნდა შევიგნოთ –

„მონური დამოკიდებულება უნდა მოვიშოროთ. ევროპელები, ზოგადად დასავლეთი ჩვენი მეგობარია და არა უფროსი, ეს უნდა შევიგნოთ“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკამ მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მდინარაძე „ღია საზოგადოების ფონდში” არასამთავრობოების შეკრებაზე ნინო ლომჯარიას სატელეფონო საუბრის შესახებ დასმულ კითხვას პასუხობს და აღნიშნავს, რომ „საინტერესოა ლომჯარიამ თავად დაასახელოს ვის ესაუბრებოდა“.
მისივე განცხადებით, რადგან ნინო ლომჯარია კომენტარს არ აკეთებს, ესე იგი ინფორმაცია რეალურია და რადგან ინფორმაცია რეალურია, ისიც რეალურია რომ მათ მხოლოდ გარედან დავალებების მიღების იმედი და რაღაცნაირად დალაგების იმედი აქვთ, რომ ამან აღაშფოთოს ქართული საზოგადოება.
„ეროვნული თავმოყვარეობა უნდა მივიყვანოთ იქამდე, რომ შევიგნოთ, რომ ყველაფერი, რაც დამოუკიდებლობასთან არის დაკავშირებული, როგორც ესენი ამბობენ რუსული კი არ არის, არის ქართული თავმოყვარეობიდან გამომდინარე და როდესაც მათ რამე გაუჭირდებათ და ეგრევე გარეთ რეკავენ, ეს არის მონური, საბჭოთა სტილის დამოკიდებულება“-განაცხადა მ.
Next: რაც უნდა შეშფოთდნენ უცხოეთიდან პატრონები და ქართველმა “ენჯეოშნიკებმა” პროტესტი გამოთქვან, ეს კანონი დამტკიცდება, რადგან სუვერენული ქვეყნისთვის აუცილებელია

ასევე დაგაინტერესებთ

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე

ირაკლი კობახიძე – არის ქვეყნები, სადაც ზუსტად იგივე სცენარით წარიმართება 100 და 150-კაციანი აქციები, ასეთი რაღაცეები უცხოეთიდან იგეგმება და უცხოელი აგენტები უზრუნველყოფენ ამ სცენარის განხორციელებას