“შენ არ მიგულისხმიხარ-თქო და მაზოხიზმია?” – ოდიშარიამ არ “იცის”, ვის აგინა

“ქართული ოცნების” დეპუტატი ამბობს, რომ “წყლის დასალევად გასულ ადამიანს” გადაუღეს, თუმცა, არ ამბობს, წყლის დასალევად გასული ადამიანი ამ ლექსიკით რატომ ლაპარაკობს. ამტკიცებს, რომ კონკრეტულად ერთი ადამიანი არ უგულისხმია, მაგრამ არც იმას ამბობს, ვინ იგულისხმა, გუშინდელ განცხადებაში ამბობდა, რომ ზოგადად თქვა, სავარაუდოდ, იმის თქმას ცდილობს, რომ იმაზე მეტ ადამიანს მიაყენა შეურაცხყოფა, ვიდრე გვგონია, ან იმის თქმას, რომ ზოგადად ასე საუბრობს.
რა არის ეს, რა სინდრომი ჰქვია ამას, გეუბნები, რომ შენ არ მიგულისხმიხარ-თქო და მაინცდამაინც, საკუთარ თავზე რომ იღებ, გიხარია? რავიცი, მაზოხიზმია? პოლიტიკური დღის წესრიგია თუ რა უბედურებაა, ვერ გავიგე, რა. გასაგებია, რომ არაფრად ადარდებთ, რა ითქვა და რა არ ითქვა, ეს არის კიდევ ერთი შანსი ფუთფუთის, ტივტივის, პოლიტიკური დღის წესრიგის გახანგრძლივების. კარგი, 2-3 დღე, 4 დღე, 1 კვირა, კი ბატონო…”- თქვა ოდიშარიამ.
ქართული ოცნების დეპუტატმა მ პარლამენტში, ქალების უხამსად 3 აპრილს მიმართა.

ასევე დაგაინტერესებთ