მიხეილ სარჯველაძე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, მიხეილ სარჯველაძემ, ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან თამარ გაბუნიასთან ერთად, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრიც დაათვალიერა და თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
„მინისტრმა თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მიხეილ სარჯველაძემ, როგორც პრევენციის ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ფუნქციებსა და მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობა, აქტიურად გაგრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები