“უზრდელო”, “ნაგავო” – დაპირისპირება პარლამენტში

ხმაურის, დაპირისპირების ფონზე მიდის საქართველოს პარლამენტში ქალთა კვოტირების შესახებ კანონპროექტის განხილვა.
ხატია დეკანოიძემ ვახო მეგრელიშვილს “ჰარემის” შესახებ გაკეთებული განცხადების გამო „უზრდელი“ და “ნაგავი” უწოდა, რასაც დაბრაზში ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.
ცნობისთვის, როდესაც გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტს განიხილავდნენ „გირჩის“ დეპუტატმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა, რომ „მაგრად „გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები რომ იყოთ პოლიტიკაში, ბევრად სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან, მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ?“.
პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ “გირჩის” საკანონმდებლობა ინიციატივას მეორე მოსმენით, მუხლობრივად იხილავს.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – ვერავის მოჰყავს მაგალითი, რა გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“ რუსული, მე კი უამრავი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო წინა ხელისუფლების მიერ სახელმწიფო მნიშვნელობის მქონე კომპანიების რუსებზე გასხვისების შესახებ

ლევან ხაბეიშვილი – კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის საქმეს მიხედავენ – ელოდებიან მის გაუმჯობესებას, რათა სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება, რომ ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს

კახა კალაძე – ოჯახური ღირებულებების კანონთან დაკავშირებით იყენებენ ნაცად გეგმას, ქილიკით და ღლიცინით უნდათ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ – არც ამ კანონს და არც გამჭვირვალობის კანონს ვიზალიბერალიზაციასთან კავშირი არ აქვს