ტიკტოკი აქტიურად გამოიყენება ხელისუფლების მხარდაჭერისთვის, ოპოზიციის სამოქალაქო სექტორისა და მედიის დისკრედიტაციისთვის

დამოუკიდებელი მკვლევრების გუნდმა, ორგანიზაცია ფორსეტის “დეზინფორმაციასთან ინოვაციური ბრძოლის ბუთქემფის” ფარგლებში, სოციალურ პლატფრომა TikTok-ზე, პოლიტიკური აქტორები შეისწავლეს. კვლევამ აჩვენა, რომ TikTok-ზე პოლიტიკური კონტენტის შექმნის კუთხით განსაკუთრებით აქტიურობენ მთავრობის მხარდამჭერი ნამდვილი და ყალბი ანგარიშები.
კვლევის მიგნებების თანახმად, მთავრობის მხარდამჭერი ანგარიშები ტიკტოკზე განსაკუთრებით 2023 წლის მარტის (საპროტესტო დემონსტრაციები “რუსული კანონის” წინააღმდეგ) მოვლენების შემდეგ გამოჩნდნენ და მათი აქტიურობა, განსაკუთრებით იზრდება სამთავრობო კრიზისების პარალელურად. მსგავს მომენტებში, ანგარიშები, ძირითადად ორი ტიპის კონტენტს ავრცელებდნენ: ა) რეალური ანგარიშები, უფრო ჭარბად ავრცელებენ მთავრობის მხარდამჭერ პოზიტიური კონტენტს (ვიდეოები), ბ) ყალბი ანგარიშები ოპოზიციის, მედიის და სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას ეწევიან.
მაგალითად, 48 ანონიმური არხის კვლევისას აღმოჩნდა, რომ გარკვეული ანგარიშები ერთმანეთის იდენტურ ვიდეო კონტენტს დროის ერთსა და იმავე მონაკვეთში კოორდინირებულად ავრცელებენ.
მაგალითად: ვიდეო, რომელშიც მამუკა მდინარაძე ოპოზიციის დისკრედიტაციას ეწევა და ამბობს, რომ ის არასამთავრობო სექტორთან ერთად ქვეყნის ეროვნულ ღირსებას ლახავს, ტიკტოკის რამდენიმე ექაუნთმა (georgiandream_, gamoitseret, jurnalists, terentigldaneli1) ერთსა და იმავე დღეს, 30 ივნისს კოორდინირებულად, მსგავსი ჰეშთეგებით გაავრცელა.

ასევე დაგაინტერესებთ

სასკოლო ფორმების ჩინეთიდან საქართველოში მოწოდება სამ ეტაპად მოხდება – ფორმების რეალიზაცია პირველი კლასის მოსწავლეებისთვის 1–14 სექტემბრის პერიოდში, ხოლო მეორე და მესამე ეტაპებზე – ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით განხორციელდება

კალაძე – საქართველო მშვიდი ქვეყანაა, სტუმართმოყვარე ხალხი ვართ და ყველას – რუსს, ყაზახს, უკრაინელს, შვეიცარიელს, იტალიელს, ამერიკელს, შეუძლია ჩამოვიდეს, დახარჯოს ფული და ბიზნესსაქმიანობა აწარმოოს – არავინ შეზღუდული არაა