ლაგუნა ვერეს მიმდებარედ ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი დაწყებულია და 2 თვეში დასრულდება – მერია

ლაგუნა ვერეს მიმდებარედ ბენზინგასამართი სადგურების დემონტაჟი დაწყებულია და 2 თვეში დასრულდება. ამის შესახებ „კომერსანტს“ მერიაში განუცხადეს. სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის ცნობილი არაა.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ბენზინგასამართ სადგურებს აიღებენ და გზის სავალი ნაწილი გაფართოვდება. იქ არსებულ ბენზინგასამართი სადგურების მფლობელი კომპანიებს კი დედაქალაქის სხვადასხვა ტერიტორიებზე გადაეცათ მიწები. თბილისის მერიამ ლაგუნა ვერეს ტერიტორიის სანაცვლოდ „ვისოლს“ ლისის ტბის მიმდებარედ მისცა მიწის ნაკვეთი, ხოლო „ლუკოილს“ და „გალფს“ ე.წ. გლდანის ხიდის მიმდებარედ. რაც შეეხება გადაცემული მიწების ფართობებს, მერიის წარმომაგენლის განცხადებით, ნაკვეთების გაცვლა ფასების მიხედვით მოხდა. ჩასანაცვლებელი მიწის ნაკვეთების საერთო ღირებულება 7 მილიონი ლარია.

ასევე დაგაინტერესებთ